ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

დევიდ კრამერი გადატვირთვის პოლიტიკის მანკიერებაზე საუბრობს


დევიდ კრამერი გადატვირთვის პოლიტიკის მანკიერებაზე საუბრობს
დევიდ კრამერი გადატვირთვის პოლიტიკის მანკიერებაზე საუბრობს

დასავლური პრესის ფურცლებზე დაბეჭდილი საინტერესო სტატიების მიმოხილვა .

გერმანიის მარშალის ფონდის წამყვანი სპეციალისტი, და ბუშის ადმინისტრაციაში ევროპისა და ევრაზიის საკითხებში სახელმწიფო მდივნის ასისტენტი დევიდ კრამერი გაზეთ „ვაშინგტონ პოსტის“ დღევანდელ ნომერში წერილს აქვეყნებს, სადაც ობამას ადმინისტრაციის რუსეთთან მიმდინარე გადატვირთვის პოლიტიკის მანკიერებებზე საუბრობს.

კრამერი იხსენებს ცოტა ხნის წინ რუსეთში დასრულებულ ამერიკელ მაღაჩინოსანთა ვიზიტს, როცა ამერიკის სახელმწიფო მდივნის მოადგილე უილიამ ბერნსი და ეროვნული უშიშროების საბჭოში რუსეთის საკითხების კოორდინატორის მაიკლ მაკფოლის შეხვედრებს ფაქტობრივად რუსეთის სამოქალაქო საზოგადოების წინააღმდეგ გატარებული რეპრესიები ახლდა თან.

რუსეთის ხელისუფლების მიერ ოპოზიციის აქტივისტებისა და ჟურნალისტების დევნისა და დაშინების პირობებში, მაკფოლისა და ბერნსისთვის ლევ პონომარიოვის დაკავება, თავისთავად სახეში სილის გაწნას გულისხმობდა. თუმცა ამერიკელმა ოფიციალურმა პირმა ამ ფაქტის კომენტირებისას არც მეტი არც ნაკლები მოვლენა სამწუხარო მოვლენად შეაფასა.

რუსეთში, მაღალი რანგის ამერიკელ სტუმრებთან არაერთი შეხვედრა გაიმართა. სამოქალაქო სექტორის მოღვაწეებმა ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობას რუსეთში ადამიანის უფლებების დაცვის კუთხით არსებული სიტუაციის მკაცრი კრიტიკისკენ მოუწოდეს, დასძენს კრამერი და აგრძელებს, რომ ბერნსს და მაკფოლს მართლაც პირად შეურაცხყოფად უნდა აღექვათ პონომარიოვის დაკავების ფაქტი და ღიად გაეკრიტიკებინათ რუსეთის ხელისუფლების მორიგი რეიდი სიტყვის თავისუფლების წინააღმდეგ. კრამერი ობამას ადნმინისტრაციის მაღალი ეშელონებისგან რუსეთის კრიტიკის აშკარა გამოხატვისგან კიდევ უფრო მეტ თავშეკავებას მოელის. ამას კი ექსპერტი უკავშირებს იმ გარემოებას, რომ ოფიციალური ვაშინგტონი რუსეთთან წარმართულ გადატვირთვას დღემდე ღიად საგარეო პოლიტიკის წარმატებად აფასებს. ამას ემატება ის გარემოება რომ ობამას ადმინისტრაციის წამრომადგენლები ყოველთვის აშკარად მიჯნავდნენ ამერიკა-რუსეთს შორის არსებულ ურთიერთობასა და რუსეთში არსებულ დარღვევებთან მათ დამოკიდებულებას, რამაც რუს კოლეგებს არაერთხელ გაუგზავნა იმის სიგნალი რომ ადამიანების დევნა და რეპრესიები დაუსჯელად ჩაივლის.

დევიდ კრამერი იმოწმებს ობამას წარომადგენლების განცხადებებს, რომელთა მიხედვით რუსეთმა და ამერიკამ სწორედ იმ საერთო ინტერესის საკითხებზე უნდა იმუშავონ, სადაც მათი პოზიციები ემთხვევა ერთმანეთს.

მარშალის ფონდის ექსპერტი, რომელიც ცოტა ხნის წინ უფლებადამცველი ორგანიზაცია ფრიდომ ჰაუზის აღმასრულებელ დირექტორად დაინიშნა შეშფოთებულია იმასთან დაკავშირებით, რომ ამერიკელი ოფიციალური პირების სწორედ ასეთი მცდარი შეხედულება უგულვებელყოფს რუსეთის შიდა პროცესების გავლენას ქვეყნის საგარეო პოლიტიკაზე და დასძენს, რომ ამერიკისა და რუსეთის ღირებულებებს შორის არსებული ნაპრალი კიდევ უფრო შეამცირებს ორ მთავრობას შორის ორმხრივი დაინტერესების სფეროებში თანამშრომლობის შეასძლებლობებს.

სწორედ ამიტომ კრამერი, როგორც გამოცდილი დიპლომატი და საგაერო პოლიტიკის საკითხების კვლევის ვეტერანი ობამას ადმინისტრაციას მოუწოდებს გადაიდგას უფრო ქმედითი ზომები რათა რუსეთის ხელისუფლებას აიძულოს დაიცვას ადამიანის ელემენტარული უფლებები. ამ რეკომენდაციებს შორისაა რუსეთის მთავრობის მოდერნიზაციის გეგმების ხელშეწყობისა და დახმარების შეწყვეტა.

კრამერი პირდაპირ მიმართავს მაიკლ მაკფოლს და მოუწოდებს მას შეწყვიტოს რუსეთთან, ორი ქვეყნის პრეზიდენტებს შორის სამოქალაქო საზოგადოების მუშა ჯგუფის თანათავმჯდომარეობა, რომელსაც რუსეთის მხრიდან ვლადისლავ სურკოვი ხელმძღვანელობს. კიდევ ერთი რეკომენდაციაა ამერიკამ შეწყვიტოს რუსეთის მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში გაწევრიანების ხელშეწყობა , სანამ მოსკოვი არ დაიწყებს იმ უწყებების წესების შესრულებას, რომლის წევრიც ის უკვე არის, ისეთების როგორიცაა ეუთო, ევროპის საბჭო და დიდი რვიანი . და კიდევ ერთი, ამერიკამ უნდა შეწყვიტოს იმ რუს ოფიციალურ პირებზე ვიზების გაცემა, რომლებიც პირადად მონაწილეობენ ადამიანის უფლებების დარღვევებში. რუსი ჩინოვნიკებისთვის ამერიკაში ჩამოსვლაზე და ამერიკულ ბანკებში მათი ფულის გადანახვაზე უარის თქმა ობამას ადმინისტრაციის პრიორიოტეტი უნდა გახდეს, აცხადებს დავიდ კრამერი.

ამერიკის სენატში უახლოეს მომავალშ განახლდება მეთიუ ბრაიზას აზერბაიჯანში ელჩად დამტკიცების დებატები. გავლენიანი გაზეთი „უოლ სთრით ჯორნალი“ პასუხობს ამერიკელი დემოკრატი სენატორის ბარბარა ბოქსერის ცოტა ხნის წინ გაკეთებულ განცხადებს. სარედაქციო წერილში შეშფოთებაა გამოხატული, რომ ობამას პარტიის წარმომადგენელი მის მიერვე ნომინირებულ ადამიანს მწვავედ აკრიტიკებს. საგაზეთო სტატია ამასთანავე იტყობინება, რომ ბრაიზას კანდიდატურის დამტკიცება კონგრესის მოახლოებულ არჩევნებთან დაკავშირებულ პოლიტიკურ დებატებსა და კაპიტოლიუმში სხვადასხვა ეთნიკური ლობისტური ჯგუფის მოღვაწეობას ეწირება.

გაზეთის რედაქცია მეთიუ ბრაიზას დიპლომატიურ გამოცდილებასა და განათლებას იცავს, კაცისა, რომელმაც ათწლეულები გაატარა კავკასიისა და შუა აზიის საკითხების კვლევაზე. მაისში , პრეზიდენტმა ობამამ ის აზერბაიჯანში ელჩის კანდიდატად დაასახელა. და გარდა იმისა, რომ სომხების ეროვნული კომიტეტი ყველაზე მეტად ეწინააღმდეგებოდა ამ კანდიდატუტრას, ახლა ამერიკის სენატშიც გაჩნდნენ კანონმდებლები რომლებიც ბრაიზას სხვადასხვა მიზეზით ამ პოსტზე შეუსაბამო კანდიდატად მიიჩნევენ.

„უოლ სტრიტის“ სარედაქციო სტატიაში აღნიშნულია, რომ ბრაიზას დიდი გამოცდილება აქვს რეგიონში, და რომ მის დიპლომატიურ უნარებში არავის არ ეპარება ეჭვი. განხვავებთ ბრაიზასგან, ბარბარა ბოქსერს ნოემბერში არჩევნები აქვს . იგი კალიფორნიიდან არის და სწორედ ამ შტატშია თავმოყრილი ყველაზე გავლენიანი სომხური დიასპორა. შესაბამისად, სარედაქციო სტატია არ გამორიცხავს იმის შესაძლებლობას, რომ ბოქსერს ამომრჩევლის ხმები სჭირდება და სწრედ ბრაიზას კანდიდატურის გაკრიტიკებით შეძლებს იგი ელექტორატის სასურველი ხმების მიღებას.

სარედაქციო წერილში აქვე ნათქვამია, რომ ნომინაციის დამტკიცების გადადება ბრაიზას კანდიდატურაზე უარყოფითად იმოქმედებს. თუ მას სენატის საგარეო საქმეთა კომიტეტი დაამტკიცებენ, ბოქსერს მარტივად შეუძლია მისი ხმით კანდიდატურის დამტკიცება შეაფერხოს კომიტეტის გარეთ. შესაბამისად, ეს კანდიდატურის განხილვის გადადებას გამოიწვევს სენატის სრული შემადგენლობის მიერ, და არ არის გამორიცხული ეს პროცესი კონგრესის არჩევნების შემდეგ ვიხილოთ.

ამ ფონზე, აზერბაიჯანში ამერიკეის ელჩის თანამდებობა უკვე 14 თვეა ვაკანტურია. ეს კი სომხურ ლობის ძალიან აწყობს. „უიო სრიტ ჯორნალი“ ასკვნის რომ სწორედ სომხური კომიტეტის დიდი სურვილია ამერიკისა და თურქული სამყაროს კავშირების შესუსტება. აზერბაიჯანელი ლიდერები კი ელჩის თანამდებობის შევსებას განაკუთრებულ ყურადღებას ანიჭებენ . ამ პოსტის ვაკანტურობას ისინი ამერიკის ბოლოდროინდელი ინდიფერენტული პოლიტიკის გამოვლინებად მიიჩნევენ, რის გამოხატულებადაც ისინი სწორედ ბარბარა ბოქსერის ტიპის მოთამაშეთა გააქტიურებასა და პირადი მოგებისკენ მიმავალ მიზნებში ხედავენ.

XS
SM
MD
LG