ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

იემენელები ახალ პრეზიდენტს ირჩევენ


იემენელები ახალ პრეზიდენტს ირჩევენ
იემენის პრეზიდენტი ალი აბდულა სალეჰი, 33 წლიანი მმართველობის შემდეგ, ასპარეზს ვიცე პრეზიდენტს აბედ რაბო მონსურ ჰადის უთმობს. მან მოუწოდა ამომრჩევლებს აქტიურად გამოცხადდნენ საარჩევნო ყუთებთან და ხმა მისცენ ერთადერთ კანდიდატს. ბატონი სალეჰის განცხადებით, არჩევნები არის ქვეყნის სტაბილურობისა და მშვიდობის გარანტი. ამასთან, ეს არჩევნები წარმოადგენს გაეროსა და იემენის მეზობელ ქვეყნებს შორის მიღწეული სამშვიდობო მოლაპარაკების კულმინაციას. რაც შეეხება ჰადის კანდიდატურას-ის შეირჩა სალეჰის მმართველ პარტიასა და ოპოზიციური კოალიციის კონსენსუსის საფუძველზე.

XS
SM
MD
LG