ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ამერიკული იარაღის დიზაინერს 32 წელი მიუსაჯეს


ამერიკული იარაღის დიზაინერს 32 წელი მიუსაჯეს
ამერიკული იარაღის დიზაინერს 32 წელი მიუსაჯეს

ჰავაის სასამართლომ 32 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა ამერიკული იარაღის დიზაინერს რომელსაც საიდუმლო ინფორმაციის ჩინეთისთვის მიყიდვაში ედებოდა ბრალი. ნოშირ გოვადია აგვისტოში დააპატიმრეს. პროკურორის ბრალდებით ინდური წარმოშობის ინჟინერი ჩინეთს იმ რაკეტების განვითარებაში ეხმარებოდა, რომელიც ამერიკული „ჰაერი-ჰაერი“ ტიპის რაკეტების წინააღმდეგ იქნებოდა ეფექტური. საიდუმლო ტექნოლოგიის საშუალებით ამ რაკეტების დაფიქსირებას რადარები ვერ შეძლებდნენ. პროკურორის განცხადებით გოვადიამ ჩინეთისგან 100 ათასი დოლარი მიიღო, რისი საშუალებითაც ოკეანის სანაპიროზე ფეშენებელური ვილა შეიძინა.

XS
SM
MD
LG