ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ქართული ოპოზიცია რევოლუციის მოლოდინში


ქართული ოპოზიცია რევოლუციის მოლოდინში
ქართული ოპოზიცია რევოლუციის მოლოდინში

”ქართული პარტია”, რომლის თავმჯდომარეა ყოფილი სახალხო დამცველი სოზარ სუბარი, ხოლო დამფუძნებელი ყოფილი თავდაცვის მინისტრი ირაკლი ოქრუაშვილი და ”სახალხო კრება”, რომელსაც ექს-სპიკერი ნინო ბურჯანაძე უდგას სათავეში საქართველოს მოსახლეობას რევოლუციის დაწყებას პირდებიან, ოღონდ არა ერთად, არამედ ცალ-ცალკე. ”სახალხო კრება” აქციების დაწყებას 21 მაისიდან გეგმავს, ” ქართული პარტია” აქციის გამართვას 16 მაისს თბილისში აშშ-ის საელჩოსთან აპირებს, რომლის მიზანია ირაკლი ოქრუაშვილის თქმით , პროტესტის გამოხატვა იმის წინააღმდეგ, რაც ამერიკიდან მომდინარეობს : ” აშშ-ის ხელისუფლება საქართველოში დემოკრატიას ასამარებს”, აცხადებს პარიზიდან ირაკლი ოქრუაშვილი, რომელმაც ადამიანებს, რომლებიც თავს ხელისუფლების მომხრეებად მიიჩნევენ შემდეგი ტექსტით მიმართა ” თქვენ გეძლევათ კიდევ ერთი შანსი ემსახუროთ საკუთარ ხალხს, მაგრამ თუ აპირებთ სააკაშვილის რეჟიმს საფლავში ჩაყვეთ, პირობას გაძლევთ, რომ არავის არ დაგინდობთ”.

ექნება თუ არა ქართულ რადიკალურ ოპოზიციას მხარდაჭერა მოსახლეობაში? ამ კითხვით კოალიცია ”ევროპული საქართველოსთვის” დამფუძნებელს ლევან ჩოლოყაშვილს მივმართე, კოალიაცია 80-მდე არასამთავრობო ორგანიზაციას აერთიანებს: ”სამწუხაროდ, არ არის ჯანსაღი ოპოზიციური სპექტრი ჩამოყალიბებული. სამწუხაროდ იმიტომ ვამბობ, რომ ჩვეულებრივ დემოკრატიულ ქვეყანაში, სადაც ის ღირებულებებია, დასავლური, რომელიც გვინდა ჩვენ უფრო კარგად განვითარდეს, უფრო მაღალ დონეზე ავიდეს, საჭიროა რომ იყოს აზრთა სხვადასხვაობა. მაგრამ წლების მანძილზე ე.წ. ოპოზიციური სპექტრი როგორც პოლიტიკური ძალა ვერ შედგა.

ოპოზიციის მთელი პიარ-კომპანია აგებულია იმაზე, რომ ისინი ხელისუფლებაში ცუდები არიან, ჩვენ მოვალთ და უკეთესად გავაკეთებთ. მაგრამ ვერცერთხელ ვერავინ ვერ მოისმინა, რას გააკეთებენ უკეთესად. ბევრი მათგანი იყო უკვე ხელისუფლებაში. ჰქონდათ ძალიან მაღალი პოსტები.”

აშშ-ის საელჩო საქართველოში ქართული პარტიის მიერ 16 მაისისთვის დაგეგმილ აქციას გამოეხმაურა: ”მშვიდობიანი აქციების გამართვა დემოკრატიული საზოგადოების ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილია და ნებისმიერ მოქალაქეს აქვს უფლება მსგავსი აქცია გამართოს !”

XS
SM
MD
LG