ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

პრივატიზაცია კონტროლის შენარჩუნებით


მოსკოვი თანხების მოსაზიდად სახელმწიფო წილების გაყიდვას იწყებს

რუსეთმა ფართომასშტაბიანი პრივატიზაციის დაწყება გამოაცხადა. ამ ნაბიჯით სახელმწიფო კომპანიებში მომავალი სამი წლის მანძილზე 20 მილიარდიანი წილების გაყიდვაა დაგეგმილი. თუმცა, ამის მიუხედავად, სახელმწიფო არ აპირებს კონტროლზე უარის თქმას და საკონტროლო პაკეტების ხელიდან გაშვებას. საპრივატიზაციო ობიექტების სიაში შედიან: სახელმწიფო ნავთობკომპანია, სახელმწიფო გადაზიდვების კომპანია, ორი სახელმწიფო ბანკი და ასევე ელექტროენერგიის მმართველი კომპანია. ამ საწარმოებში, სახელმწიფო მხოლოდ 25 პროცენტიან წილებს გაყიდის.

რუსეთში მომავალ წელს დაგეგმილ არჩევნებს ბიუჯეტის მზარდი დეფიციტით ხვდება. გადასახადების გაზრდის და სოციალური შეღავათების შემცირებას, ხელისუფლებამ სახელმწიფო საკუთრების წილის გაყიდვა ამჯობინა. რუსეთს დაახლოებით 500 მილიარდიანი რეზერვები გააჩნია, რომელიც ძირითადად ოქროთი და უცხოური ვალუტითაა წარმოდგენილი. ეს კი მეტწილად, ნავთობისა და გაზის გაყიდვებიდან მიღებული შემოსავლებია. თუმცა, როგორც ჩანს, კრემლს ენერგოპროდუქტებზე ფასების კიდევ უფრო ვარდნის ეშინია.

„ეიტონის საინვესტიციო ბანკის“ მთავარი სტრატეგიული მრჩეველი პიტერ ვესტინი დარწმუნებულია, რომ რუსეთის ეკონომიკაზე სახელმწიფო კონტროლმა 2008 წელს ნავთობის ფასების აწევაზე გავლენა იქონია.

„მათ სჭირდებათ თანხების მოზიდვა. ისინი აპირებენ ზოგიერთი გადასახადის გაზრდას. თუმცა, პრივატიზაცია გაცილებით უფრო ადვილი გზაა. ამასთანავე, ჩვენ ვიცით, პრეზიდენტ მედვედევის განცხადებები, რომელსაც ის დრო და დრო აკეთებს. მან განაცხადა, რომ სახელმწიფო მმართველობა ნაკლებად ეფექტურია, ვიდრე კერძო საკუთრება,“- განაცხადა პიტერ ვესტინმა.

პოლიტიკაში ცვლილებებთან ერთად, პრეზიდენტმა მედვედევმა ასევე განაცხადა, რომ ათი წლის განმავლობაში ეკონომიკაში სახელმწიფოს წილი დღევანდელი 50 პროცენტიდან 30 პროცენტამდე უნდა შეამციროს.

აღსანიშნავია, რომ უცხოელი ინვესტიციები რუსეთის სახელმწიფო კომპანიებს დიდი სიფრთხილით უყურებენ.

მათი თქმით, ამ კომპანიების ბალანსის ამსახველი ფურცლები შავ ყუთებს წააგავს და მათი დამოკიდებულება მცირეწილების მფლობელებისადმი შესაძლოა საკმაოდ უხეში იყოს. თუმცა, ვესტინი, რომლის ბანკიც რუსეთში უცხო ინვესტიციების მოზიდვაზე მუშაობს, ამბობს, რომ რუსულმა კომპანიებმა თავიანთი წილები ლონდონის ბირჟაზე უნდა გაყიდონ. ეს კი მათი სააღრიცხვო საბუთების გახსნას და გამჭვირვალე საქმიანობას მოითხოვს.

ამავდროულად, რუსეთში ინვესტიციების რისკების შეფასების შედეგად, ამერიკული კომპანია „კონოკოფილიპსი“ რუსულ ნავთობკომპანია „ლუკოილში“ თავისი 10 მილიარდიანი წილის გაყიდვას იწყებს. 2004 წელს, როდესაც „კონოკოფილიპსმა“ თავისი პირველი ინვესტიცია განახორციელა, „ლუკოილი“ რუსეთის უმსხვილესი ნავთობკომპანია იყო. „ურალსიბის ფინანსური ჯგუფის“ ანალიტიკოსი კრის ვიფერი ამბობს, რომ „კონოკოფილიპსს“, რომელიც რუსეთში უმსხვილესი ამერიკული ინვესტორი, სახელმწიფო ნავთოკომპანიასთან მოუწევდა პარტნირობა.

„კონოკომ აღმოაჩინა, რომ მას არასწორი პარტნიორი ყავდა. ნათელია, რომ სახელმწიფო ნავთობკომპანიები - „როსნეფტი“ და „გაზპრომნეფტი“ გაცილებით მომგებიან მდგომარეობაში არიან ლიცენზიების მისაღებად,“ - აცხადებს ვიფერი.

ისევ პრივატიზაციის თემას, რომ დავუბრუნდეთ, ამ წილების გაყიდვების მატერიალიზების მიზნით, ფინანსთა მინისტრმა ალექსეი კუდრინმა განაცხადა, რომ სახელმწიფო სექტორში დასაქმებულთა რაოდენობა ოცი პროცენტით უნდა შემცირდეს.

XS
SM
MD
LG