ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

„ვიკილიკსის“ სკანდალური საქმე


„ვიკილიკსის“ სკანდალური საქმე

75 ათასი დოკუმენტი დღის სინათლეზე

„ვიკილიკსის“ ინტერნეტ-გვერდზე ავღანეთის ომის შესახებ 75 ათასი საიდუმლო დოკუმენტის გამოქვეყნება უკვე სენსაციას წარმოადგენს. ეს არის 6 წლის მანძილზე, შეერთებული შტატების არმიისა და საზღვაო ქვეითის მოქმედების ამსახველი საიდუმლო მასალები, რამაც ვაშინგტონში, ბრიტანეთსა და პაკისტანში ოფიციალური პირების აღშფოთება გამოიწვია. „ვიკილიკსის“ ვებ-გვერდის განცხადებით, ორგანიზაციამ დაიწყო აქტივისტებს შორის დიალოგი, რომელთაც სურთ მძიმე მდგომარეობის შემსუბუქება. 2007 წლიდან დღემდე, „ვიკილიკსმა“ ინტერნეტში ათასობით სხვადასხვა სახის დოკუმენტი გამოაქვეყნა. საიტის დამფუძნებელი ჯულიან ასანჯი თავის თავს საინფორმაციო აქტივისტად თვლის, რომლის მიზანიც ინფორმაციის საზოგადოებამდე მიტანაა. მისი თქმით, ვებგვერდს მცირერიცხოვანი, მაგრამ დაუღალავი ხალხი მართავს. ასევე ყავთ 800-მდე ნახევარგანაკვეთზე მომუშავე თანაშრომელი და ათასობით მხარდამჭერი.

„მე ვფიქრობ, ჩვენი შიში იმაში მდგომარეობს, რომ ძალიან სწრაფად, ძალიან დიდ წარმატებას მივაღწევთ და ვერ შევძლებთ დავახარისხოთ ის მასალები, რასაც ჩვენ საკმაოდ სწრაფად ვღებულობთ. ამ მომენტისთვის ეს ჩვენი ყველაზე დიდი პრობლემაა,“ - ამბობს ჯულიან ასანჯი.

„ვიკილიკსი“ არამომგებიანი არასამთავრობო ორგანიზაციაა. ასანჯი ამბობს, რომ რამდენიმე თვის წინ მათ უზარმაზარი ფინანსური მხარდაჭერა ქონდათ.

„ჩვენ საზოგადოებისგან მილიონობით დოლარი მოვიზიდეთ. ამან ჩვენ საშუალება მოგვცა ვიყოთ საკმაოდ დამოუკიდებლები, იმაზე მეტად, ვიდრე სხვა დიდი ორგანიზაციები არიან. რასაკვირველია, ჩვენ პასუხისმგებლები ვართ საზოგადოების წინაშე, რადგანაც ჩვენი ფინანსები სწორედ მათგან მოდის. დიახ, პირდაპირ საზოგადოებიდან, არც რეკლამის დამკვეთებისგან და არც ფონდებისგან,“ - ამბობს ასანჯი.

საიმონ შნეიდერი, რომელიც გლობალური უსაფრთხოების გაუმჯობესების მიზნით ახალ ინტერნეტ ტექნოლოგიებს იკვლევს, ამბობს, რომ „ვიკილიკსის“ მთავარი ძალა მისი წყაროების დაცვაა.

„ის ფაქტი, რომ ეს არის ძალიან ურთიერთსაწინააღმდეგო და ასევე ის, რომ ამაზე ბევრი ხალხი საუბრობს, ჩემთვის იმაზე მეტყველებს, რომ „ვიკილიკსი“ ძალიან მნიშვნელოვან წერტილს ეხება. და მე ვფიქრობ, რომ ეს დისკუსია, თუ რა უნდა იყოს პრივატული და რა საზოგადოებისთვის ხელშესახები, ხალხის ნერვებზე მოქმედებს. ამაზე საუბარი ძალიან მნიშვნელოვანია,“ - ამბობს შნეიდერი.

თუმცა, დაზვერვის ყოფილი ანალიტიკოსი ბობ აიერსი ეჭვობს, რომ „ვიკილიკსი“ კარგ საქმეს აკეთებს.ამის მაგალითად კი მას 75 ათასზე მეტი სამხედრო დოკუმენტის გამოქვეყნება მოჰყავს.

„გამოქვეყნებული დოკუმენტაცია შეერთებული შტატებისთვის საფრთხეს არ წარმოადგენს. თუმცა, ის პოტენციურ საფრთხეს ქმნის იმ სამხედროებისთვის, რომლებიც რეგიონში იბრძვიან. ასევე ამით შესაძლოა მოხდეს ურთიერთობების გაუარესება ავღანეთს, პაკისტანსა და შეერთებულ შტატებს შორის. ასევე შესაძლოა მოხდეს სადაზვერვო თანამეგობრობის შეცვლა, თუკი მათი წყაროები რისკის ქვეშ დადგებიან,“ - ამბობს აიერსი.

„ვიკილიკსის“ დამფუძნებელი ასანჯი ამბობს, რომ მათ მიერ გამოქვეყნებული დოკუმენტები არ დააზარალებს იმ წყაროებს, ან იმათ ვინც ამ დოკუმენტებშია ნახსენები. მისი თქმით, სწორედ ამ მიზეზით მათ არ გამოაქვეყნეს დამატებით 15 ათასი დოკუმენტი, ხოლო რაც გამოქვეყნდა ის 7 თვის წინანდელი დოკუმენტებია, რაც ნატოს ძალებს არ დააზარალებს. თუმცა ამ მოსაზრებას არ ეთანხმება აიერსი. ის ამბობს, რომ 7 თვის მანძილზე კოალიცია ვერ შეცვლიდა თავის სადაზვერვო ნიმუშებს. აიერსი ფიქრობს, რომ ხელისუფლებამ „ვიკილიკის“ საკითხზე რაიმე უნდა მოიფიქროს. მისი თქმით, შეერთებული შტატების კანონმდებლობის თანახმად საიდუმლო ინფორმაციის გამჟღავნება კანონის დარღვევაა. თუმცა, ცენზურის დასაბრკოლებლად, „ვიკილიკსმა“ გაჟონილი ინფომაციები სამი ქვეყნის მედიაში გამოაქვეყნა. დღის სინათლე ამ მასალებმა შეერთებულ შტატებში, დიდ ბრიტანეთსა და გერმანიაში ერთდროულად იხილეს.

XS
SM
MD
LG