ირანის პრეზიდენტმა მაჰმუდ აჰმადინეჟადმა განაცხადა, რომ თეირანი მზადაა ბირთვულ საკითხზე მოლაპარაკებები მომავალ თვეს განაახლოს დასავლეთთან. თუმც, იგი ამისათვის განსაზღვრლ წინაპირობას აყენებს. ირანის სახელმწიფო ტელექსელისათვის მიცემულ ინტერვიუში აჰმადინეჟადმა კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღნიშნა, რომ ეს წინაპირობაა დასავლეთის წამყვანმა სახელმწიფოებმა გამოთქვან მათი აზრი ისრაელის ბირთვული არსენალის თაობაზე. ამას გარდა იგი ითხოვს, რომ მოლაპარაკებაში ჩართონ თურქეთი და ბრაზილია.
პოპულარული
1