ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ახალი მოსმენა სენატში


ახალი მოსმენა სენატში
ახალი მოსმენა სენატში

სენატში დაიწყება მოსმენები ელენა კაგანის უზენაეს სასამართლოში მსაჯულის თანამდებობაზე დანიშნვნასთან დაკავშირებით.

შეერთებული შტატების სენატის იურიდიული საკითხების კომიტეტში დღეს დაიწყება მოსმენები, უზენაეს სასამართლოში მსაჯულის თანამდებობაზე, პრეზიდენტი ბარაკ ობამას მიერ წარდგენილი ელენა კაგანის დანიშვნასთან დაკავშირებით.

ბატონმა ობამამ კაგანის კანდიდატურა წარადგინა იმის გამო, რომ უზენაესი სასამართლოს მსაჯული ჯონ პოლ სტივენსი, რომელიც უზენაესი სასამართლოს ყველაზე ლიბერალურ წევრად ითვლება, პენსიაზე გასვლას აპირებს. როგორც მოსალოდნელია, მოსმენების დროს რესპუბლიკური პარტიის წარმომადგენლები კაგანს საკმაოდ მწვავე კითხვებს დაუსვამენ.

ბატონი ობამა აღნიშნავს, რომ კაგანის კრიტიკოსებმა ყურადღება უნდა მიაქციონ კანდიდატის წარსულსა და მის ჩვენებას. მისი თქმით, კაგანის კანდიდატურას მხარდაჭერას უცხადებენ ძალიან კონსერვატიულად განწყობილი იურისტები, ვისთანაც კაგანი წარსულში თანამშრომლობდა.

სენატის მიერ დამტკიცების შემთხვევაში, კაგანი გახდება უზენაესი სასამართლოს პირველი წევრი თითქმის 40 წლის მანძილზე, რომელსაც არ გააჩნია მსაჯულის გამოცდილება.

XS
SM
MD
LG