ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ჩინეთში მეწყერი ჩამოწვა


გახშირებული წვიმები ჩინეთში 13 ივნისიდან აღინიშნება.

ჩინეთის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, დღეს ქვეყნის სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში გადაუღებელი წვიმის შედეგად მეწყერი ჩამოწვა.150 ადამიანის ბედი ჯერეჯერობით გაურკვეველია.მაშველები სტიქიის ადგილზე უახლოეს საათებში ჩავლენ.

აღსანიშნავია,რომ გასულ კვირას წყალდიდობა მოხდა გვიჟოუს პროვინციაშიც.მაშინ სტიქიამ 235 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა.100 ადამიანი დღემდე დაკარგულია.

გახშირებული წვიმები ჩინეთში 13 ივნისიდან აღინიშნება,რის შედეგადაც სახელმწიფოს ეკონომიკას 10 მილიარდამდე ოდენობის ზარალი მიადგა.

XS
SM
MD
LG