ევროკავშირი მოუწოდებს ისრაელს მოხსნას ღაზის სექტორის ბლოკადა და უცხოელი სპეციალისტები ჩართოს კომისიაში, რომელიც იძიებს ახლახანს მომხდარ ინციდენტში 10 ადამიანის სიკვდილს. ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრებმა, რომლებიც ლუქსემბურგში შეხვდნენ ახლოაღმოსავლეთის საკითხებში გაეროს წარმომადგენელს ტონი ბლერს განაცხადეს, რომ ღაზის სექტორის ბლოკადა მიუღებელია. ტონი ბლერის განცხადების თანახმად ისრაელი დათანხმდა ღაზის სექტორში სურსათ-სანოვაგის დაშვებაზე შეზღუდვების შენელებას, თუმც არა ანელებს აკრძალვებს ღაზის სექტორში იარაღისა და საბრძოლო მასალების შეტანაზე. ტონი ბლერი იმედოვნებს, რომ ეს ცვლილებები ძალაში რამოდენიმე დღეში შევა.
პოპულარული
1