ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

სლოვაკეთში ახალი მთავრობა იქმნება


ოთხმა ცენტრისტულ-მემარჯვენე ოპოზიციურმა პარტიამ ქვეყნის 150-წევრიან პარლამენტში 79 ადგილი მოიპოვა

სლოვაკეთის პრეზიდენტმა ივან გასპაროვიჩმა ქვეყნის ამჟამინდელ პრემიერ მინისტრს რობერტ ფიკოს ახალი მთავრობის შექმნა დაავალა მას შემდეგ, რაც მისმა მემარცხენე პარტიამ შაბათს გამართულ საყოველთაო არჩევნებში ამომრჩეველთა ხმების უმეტესობა მოიპოვა.

მაგრამ ოთხმა ცენტრისტულ-მემარჯვენე ოპოზიციურმა პარტიამ ქვეყნის 150-წევრიან პარლამენტში 79 ადგილი მოიპოვა. მათ ბატონ ფიკოსთან თანამშრომლობაზე უარი განაცხადეს. თუ პრემიერ მინისტრი ვერ შექმნის ახალ მთავრობას, მაშინ ახალი მთავრობის შექმნა ამ ოთხ პოლიტიკურ პარტიას დაევალება.

დღეს ბატონმა ფიკომ განაცხადა, რომ იმ შემთხვევაში თუ ცენტრისტულ-მემარჯვენე მთავრობა შეიქმნა მისი პოლიტიკური პარტიის გარეშე, იგი მზად არის დაემორჩილოს მას.

ბატონ ფიკოს მემარცხენე პოლიტიკურმა პარტიამ სმერმა შაბათს გამართულ არჩევნებში ხმების 35 პროცენტი მოიპოვა. აღსანიშნავია, რომ ამ პოლიტიკური პარტიის პლატფორმა სოციალურ სფეროში დანახარჯების შენარჩუნებას ეყრდნობა.

XS
SM
MD
LG