ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ჩრდილოეთ კორეა იმუქრება


ჩრდილოეთ კორეა იმუქრება
ჩრდილოეთ კორეა იმუქრება

სეულმა ჩრდილოეთ კორეის დემილიტარიზებულ საზღვარზე ადგილას ხმის გამაძლიერებელი საშუალებები დააყენა

ჩრდილოეთ კორეა იმუქრება, რომ გაანადგურებს ისეთ პროპაგანდისტულ საშუალებებს, როგორიცაა სამხრეთ კორეის საზღვართან დამონტაჟებული ხმის გამაძლიერებელი მოწყობილობა.

სახელმწიფო ტელევიზიამ ეს განცხადება დღეს გაავრცელა. ეს ბოლო მუქარაა მას შემდეგ, რაც სამხრეთ კორეამ ფხენიანს სამხედრო გემის ჩაძირვაში დადო ბრალი.

ამ ინციდენტის შემდეგ სეულმა ჩრდილოეთ კორეის დემილიტარიზებულ საზღვარზე, 11 ადგილას ხმის გამაძლიერებელი საშუალებები დააყენა, რომლის საშუალებითაც ანტი-ჩრდილოკორეული პროპაგანდა ისმის. ფხენიანის განცხადებით, ის მოწყობილობებს გაანადგურებს და სეულს ეგრეთ წოდებულ ცეცხლის ზღვად აქცევს.

XS
SM
MD
LG