ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

"ბრითიშ პეტროლიუმის" წინსვლა


"ბრითიშ პეტროლიუმის" წინსვლა
"ბრითიშ პეტროლიუმის" წინსვლა

ბიპი უფრო დიდი ტანკერების მოქნილი მილებისა და უფრო ურყევი შემაკავებელი სარქველების გამოყენებას აპირებს

ამერიკის მთავრობის განცხადებით, ენერგომაგნატი "ბრითიშ პეტროლიუმი" სავარაუდოდ მექსიკის ყურის აფეთქებული ჭაბურღილიდან ორჯერ უფრო მეტი ნავთობის შეჩერებას შეძლებს, ვიდრე მანამდე.

სანაპირო დაცვის ადმირალმა ტედ ალენმა განაცხადა, რომ ბიპი უფრო დიდი ტანკერების მოქნილი მილებისა და უფრო ურყევი შემაკავებელი სარქველების გამოყენებას აპირებს. თუმცა მისი განცხადებით, საჭირო აღჭურვილობის ადგილზე მიტანას ერთ თვეზე მეტი დაჭირდება.

ალენის თქმით, ამ ცვლილებების მოხდენის შემდეგ, ბიპი დღეში 28.000 ბარელი ნავთობის შეკავებას შეძლებს. დღეს მექსიკის ყურეში დღეში 50.000 ბარელი ნავთობი იღვრება.

XS
SM
MD
LG