ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

რესპუბლიკელები მოითხოვენ


კომიტეტი იუსტიციის დეპარტამენტს სენატის მოახლოვებულ არჩევნებში თეთრი სახლის მონაწილეობის გამოძიებას მოუწოდებს.

ამერიკის შეერთებული შტატების რესპუბლიკური პარტიის ეროვნული კომიტეტი, იუსტიციის დეპარტამენტს სენატის მოახლოვებულ არჩევნებში თეთრი სახლის მონაწილეობის გამოძიებისკენ მოუწოდებს.

დღეს პარტიის ყოველკვირეულ მიმართვაში, მაიკლ სტილმა აღნიშნა, რომ სპეციალური გამოძიებაა ჩასატარებელი იმაზე, თუ როგორ არწმუნებს თეთრი სახლი სენატის წევრობის ორ კანდიდატს, უარი თქვან მომავალ თანამდებობაზე. სტილის თქმით, ამერიკის პრეზიდენტმა ვერ შეასრულა გამჭვირვალე ადმინისტრაციის შექმნის პირობა.

რესპუბლიკური პარტიის ცნობით, დემოკრატების პენსილვანიის და კოლორადოს შტატის სენატის წევრობის კანდიდატებს თეთრ სახლში სამსახურის შეთავასების სანაცვლოდ, არჩევნებში მონაწილეობისგან თავის შეკავებას თხოვდნენ. ინფორმაციას არც ერთი მხარე არ ადასტურებს.

XS
SM
MD
LG