ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

რუსეთში სამიტი ჩატარდა


ევროკავშირის ლიდერები თავს იკავებენ რუსეთისთვის მსგავსი შეღავათების მიცემისგან.

რუსეთის ქალაქ დონის როსტოვში დღეს გამართულ სამიტზე რუსეთი ევროკავშირისთვის სავიზო რეჟიმის გამარტივების მოთხოვნას აპირებდა.

რუსეთის ხელისუფლების წარმომადგენელებს არაერთხელ გამოუთქვამთ უკმაყოფილება იმის შესახებ, რომ დასავლეთმა ევროკავშირთან სავიზო რეჟიმი ბევრ ქვეყანას გაუმარტივა, ხოლო რუსეთთან მიდგომა იგივე დატოვა.

ევროკავშირის ლიდერები თავს იკავებენ რუსეთისთვის მსგავსი შეღავათების მიცემისგან. მიზეზად კი ადამიანის უფლებების დარღვევებს, საზღვრის უსაფრთხოებასა და ჩრდილოეთ კავკასიაში მიმდინარე ძალადობას ასახელებენ.

ევროკავშირის პრეზიდენტმა ჰერმან ვონ რამპეიმ სამიტზე სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა:

“რუსეთში ადამინის უფლებების დამცველებისა და ჟურნალისტების მიმართ დამოკიდებულება ჩვენთვის და ზოგადად ევროპელებისთვის სერიოზული შემაშფოთებელი ფაქტორია. გარდა ამისა, ჩვენ ასევე გვაღელვებს ძალადობა, რომელიც ჩეჩნეთსა და მთელს ჩრდილოეთ კავკასიაში მიმდინარეობს.”

სამიტის დანიშნულება რუსეთის ენერგო-სექტორში ევროპელი ინვესტორების დაინტერესებაც იყო. ევროპელებმა კი რუსეთს გარკვეული გარანტიები მოსთხოვეს იმასთან დაკავშირებით, რომ მოსკოვი ევროს შესასუსტებლად არაფერს გააკეთებს. რუსეთის სავალუტო რეზერვის დაახლოებით 40 პროცენტი ევროა.

XS
SM
MD
LG