ინდოეთის სამხრეთით ჯერ კიდევ გრძელდება გამოძიება, რომელიც ცდილობს დაადგინოს, თუ რა იყო "აირ ინდია ექსპრესის" თვითმფრინავის კატასტროფის მიზეზი.
შეგახსენებთ, რომ გუშინ თითმფრინავის აფეთქების შედეგად დაიღუპა 158 ადამინი, სიკვდილს 8 ადამინი გადაურჩა.
არ არის ზუსტი ინფორმაცია იმის შესახებ, მოიძებნა თუ არა ხომალდის შავი ყუთი, რომელიც მიზეზის დადგენაში დაეხმარება ექპერტებს.
ინდოეთის მედია კი იუწყება,რომ მთავრობის მოთხოვნით ინდოეთში აშშ-ის ტრანსპორტის ეროვნული უსაფრთხოების გამომძიებლები ჩავლენ. თავის მხრივ კომპანია ბოინგი, რომლის თვითმფრინავმაც განიცადა კატასტოფა ასევე შეისწავლის ტრაგედიის მიზეზებს.