ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

კორეამ გემებს ცეცხლი გაუხსნა


კორეამ გემებს ცეცხლი გაუხსნა

ორ საპატრულო ხომალდს ცეცხლი მაშინ გაუხსნეს, როცა გემებმა ჩრდილოეთის საზღვაო საზღვარი გადაკვეთეს.

სამხრეთ კორეის სამხედრო პირების განცხადებით, სამხრეთ კორეის საზღვაო ძალებმა შაბათს ჩრდილოეთ კორეის ორ საპატრულო ხომალდს გამაფრთხილებელი ცეცხლი გაუხსნა მას შემდეგ, რაც ხსენებული გემები სამხრეთ კორეის ტერიტორიულ წყლებში შევიდა.

სამხრეთ კორეის სამხედრო ძალების გაერთიანებული შტატების ოფისის მიერ დღეს გავრცელებული ცნობის თანახმად, სამხრეთ კორეის საზღვაო ძალებმა გვიან შაბათს, ჩრდილოეთ კორეის ორ საპატრულო ხომალდს ცეცხლი გაუხსნა მაშინ, როცa გემებმა ჩრდილოეთის საზღვაო საზღვარი გადაკვეთა.

სამხრეთ კორეის სამხედრო ძალების წარმომადგენლის განცხადებით, ჩრდილოეთ კორეის საპატრულო გემებს საპასუხო ცეცხლი არ გაუხსნია. ინციდენტის შემდეგ ისინი უმალვე უკან დაბრუნდნენ.

XS
SM
MD
LG