სომალელმა მეკობრეებმა გამოსასყიდის მიღების შემდეგ შემდეგ ბრიტანული დროშით მცურავი ტანკერი გაათავისუფლეს.
ამის შესახებ, ევროკავშირის მეკობრეობის საწინააღმდეგო მისიას აცხადებს. ტანკერის „წმ ჯეიმს პარკის“ გამოსასყიდი თანხა მეკობრებმა გუშინ მიიღეს. მეკობრეების ტყვეობაში გემი 4 თვეზე მეტი იმყოფებოდა.
ამჟამად „წმინდა ჯეიმს პარკი“ და მისი 26 კაციანი ეკიპაჟი ტაილანდისკენ მიემგზავრებიან. ეკიპაჟი - ფილიპინელი, რუსი, ქართველი, რუმინელი, ბულგარელი, უკრაინელი, პოლონელი, ინდოელი და თურქი მოქალაქეებისგან შედგება.