საერთაშორისო დამკვირვებლები ხშირად სტუმრობენ განვითარებად ქვეყნებს არჩევნების დროს, მაგრამ გასულ კვირას ისინი ბრიტანეთს ეწვევნენ.
კენიის, ბანგლადეშის, ნიგერიისა და კიდევ რამდენიმე განვითარებადი ქვეყნის წარმომადგენლების გასულ კვირას ბრიტანეთის არჩევნებს დაესწრნენ და დააკვირდნენ როგორც კანდიდატების საქმიანობას, ასევე საარჩევნო უბნების მუშაობისა და ხმების დათვლის პროცესს. მათი თქმით, ბრიტანული საარჩევნო სისტემის დიდი ნაწილი ნდობაზეა გათვლილი.
დამკვირვებელმა ნიგერიიდან, ბატონმა ინოკენტ ჩუკვუმამ განაცხადა, რომ ყველაფერზე მეტად ის გააკვირვა იმ ფაქტმა, რომ ბიულეტენების ყუტები არჩევნების დაწყვებამდე არ მოწმდება
ჩვენთან, ნიგერიაში, არცევნების დაწყებამდე პარტიების წარმომადგენლები მოდიან და ბიულეტენების ყუთებს ამოწმებენ იმაში დასარწმუნებლად, რომ ვინმეს წინასწარ არ ჰქონდეს ბიულეტებენი ჩაყრილი. აქ კი მხოლოდ საარჩევნო უბნის წარმომადგენლები ამოწმებენ ყუთებს და პარტიებიდან ამ პროცესს არავინ ესწრება."
მისივე თქმით, ნიგერიაში ხმის მიცემის წინ პირადობის მოწმობა უნდა წარადგინოს თითოეულმა ადამიანმა, რაც ბრიტანეთში არ ხდება.
ხალხს შეუძლია მოვიდეს და პირადობის მოწმობის გარეშე მისცეს ხმა. მათ მხოლოდ საკუთარი სახელისა და მისამართის სიტყვიერად წარდგენა სჭირდებათ და თუ მათი სახელი და მისამართი სიაში არის, მათ ხმის მიცემის უფლება ეძლევათ.
მისი თქმით, ბრიტანული სისტემა ნდობაზეა დაფუძნებული. და მიუხედავად იმისა, რომ ამ ეტაპზე სისტემა კარგად მუშაობს, მოგვიანებით შეიძლება მისი რეფორმა გახდეს საჭირო.
ბრიტანეთის საარჩევნო პროცესი ქვეყნის საარჩევნო კომისიის ხელმძღვანელმაც გააკრიტიკა. მისი თქმით, საარჩევნო უბნები სათანადოდ არ იყო მომზადებული ამომრჩეველთა დიდი რაოდენობისთვის. ამის გამო, ათასობით ბრიტანელამ ხმა ვერავის მისცა, ნაწილი მათგანი საარჩცევნო უბნის დაკეტვის შემდეგაც რიგში იდგა და ერთ-ერთ საარცევნო უბანს ბიულეტენებიც კი გაუთავდა. ბატონი ჩუკვუმა ქმით:
„ჩვენი დაკვირვებებიდან გამომდინარე, არც ერთი დემოკრატია, რაც არ უნდა განვითარებული იყოს, არ არის უნაკლო. ეს ყველაფერი სასწავლო პროცესს ჰგოავს და ჩვენ ყოველ დღე რაღაც ახალს ვსწავლობთ.“