ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ბერძნები საბიუჯეტო რეფორმას აპროტესტებენ


ბერძნები საბიუჯეტო რეფორმას აპროტესტებენ
ბერძნები საბიუჯეტო რეფორმას აპროტესტებენ

პარალელურად საბერძნეთის პრემიერ-მინისტრი, ლუკას პაპანდემოსი ბრიუსელში ფინანსთა მინისტრებთან შეხვედრაზე დასასწრებად გაემგზავრა

ათასობით ბერძენი შეუერთდა ათენის ქუჩებში გამართულ მორიგ საპროტესტო აქციას. მათი მიზანია ევროზონის მინისტრების შეხვედრაზე დაგეგმილი ახალი ფინანსური სტიმულირების პაკეტის კენჭისყრამდე მთავრობას და ევროკავშირის ფინანსურ ლიდერებს ხალხის გზავნილი მიაწვდინონ.

დემონსტრანტთა მარშის პარალელურად საბერძნეთის პრემიერ-მინისტრი, ლუკას პაპანდემოსი ბრიუსელში გაემგზავრა. მან ორშაბათს დაგეგმილ ფინანსთა მინისტრების შეკრებამდე რამდენიმე მნიშვნელოვანი შეხვედრა გამართა.

მას შემდეგ, რაც საბერძნეთის პარლამენტმა მკაცრად შეზღუდული ახალი საბიუჯეტო გეგმა დაამტკიცა, ექსპერტები ვარაუდობენ, რომ ევროზონის ფინანსთა მინისტრები ახალ ტრანშს ხმას მისცემენ. საბერძნეთს 19 მილიარდი დოლარის გადაუხდელობის შემთხვევაში გაკოტრება ელოდება. ფინანსური კრახის არიდების ერთადერთ გზად ევროკავშირის და საერთაშორისო სავალუტო ფონდის მიერ საბერძნეთისთვის მორიგი ფინანსური სტიმულირების პაკეტის გადაცემა ითვლება.

XS
SM
MD
LG