ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

დღეს დალაი ლამას 75 წელი შეუსრულდა


ტიბეტელები დღეს თავიანთი სულიერი ლიდერის დალაი ლამას 75 წლის იუბილეს აღნიშნავენ. დალაი ლამა, როგორც ცნობილია ტიბეტიდან ჩინეთის მიერ განდევნილი ლიდერია. ის ინდოეთში ცხოვრობს და მის ქალაქში ათასობით მომხრე შეიკრიბა. მათ თავად დალაი ლამამ მიმართა. განცხადების ტექსტი დალაი ლამას ვებსაიტზე დაადო და ასევე მრავალიი არხითაც ბევრ ქვეყანაში გადაიცა. ტიბეტელებმა დალაი ლამას დაბადების დღე ნეპალშიც აღნიშნეს, თუმცა პოლიციამ რამდენიმე მათგანი დააპატიმრა. პოლიციის განცხადებით მათ არ სურდათ დაეშვათ ანტიჩინური დემონსტრაციები, თუმცა დალაი ლამას იუბილის აღნიშვნას არ ეწინააღმდეგებიან. დალაი ლამამ ტიბეტი 1959 წელს დატოვა, მას შემდეგ, რაც ანტიჩინურმა ამბოხებამ მარცხი განიცადა. მისი თქმით, ის არ მოითხვს ტიბეტის დამოუკიდებლობას, ის უბრალოდ ფართო ავტონომიის მომხრეა.

XS
SM
MD
LG