სირიის ოპოზიციის აქტივისტების განცხადებით, ქალაქ ჰამას მისადგომებთან მთავრობის უშიშროების ძალები და ტანკებია მობილიზებული. ოპოზიცია აცხადებს, რომ სამთავრობო ძალები ქალაქზე შეტევისთვის ემზადებიან, მას შემდეგ რაც, ჯარისკაცებმა უკვე ჩატარეს სახლებში რეიდები და ოცამდე ადამიანი დააპატიმრეს. ბოლო ინფორმაციით, ხელისუფლების ტანკებმა ქალაქის მიმართულებით ცეცხლი გახსნეს, რის შედეგადც 6 ადამიანი დაიღუპა. აქტივისტების განმარტებით მოსახლოებამ ქუჩებში კოცონები დაანთო და გასასვლელები ჩახერგა, რათა ამით ჯარების ქალაქში შესვლა შეფერხდეს. ქაალქი ჰამა ოპოზიციის ერთერთი მთავარი საყრდენი პუნქტია. პარასკევს სწორედ აქ გაიმართა ფართომასშტაბიანი დემონსტრაცია, სადაც ათასობით სირიელმა მიიღო მონაწილეობა. ოპოზიციის განცხადებით გუშინ მომხდარი შეტაკების დროს, სამთავრობო ძალებმა სამი ადამიანი მოკლეს, მათ შორის ერთი ახალგაზრდა ბიჭი. სირიის ოპოზიცია ბაშარ ალ-ასადის 11 წლიანი მმართველობის დასრულებას ითხოვს. უფლებადამცველების შეფასებებით, ამბოხების დაწყებიდან დღემდე 1300 ადამიანია დაღუპული.
ჰამას მოსახლეობა ქუჩებს ხერგავს
პოპულარული
1