ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

640-მილიონიან მოგებას სამი ადამიანი გაინაწილებს

ერთ-ერთი პოპულარული გათამაშების ჯეკპოტმა გასულ კვირას ამერიკაში და მთელ მსოფლიოში რეკორდულ თანხას მიაღწია. შეერთებული შტატების ოფიციალურ პირთა თქმით "მეგა მილიონი" მზად არის სხვადასხვა შტატებში მცხოვრებ 3 გამარჯვებულს 640 მილიონი დოლარი გადაუხადოს.

ბილეთების გაყიდვამ არნახულ პიკს პარასკევს საღამოს მიაღწია. ამ დროისთვის სავაჭრო ცენტრებში ხშირად რიგები იდგა. "5-დან 10 საათამდე წუთში საშუალოდ მილიონი დოლარის ოდენობის ბილეთებს ვყიდდით. ასეთი რამ გათამაშების ისტორიაში ჯერ არასოდეს მომხდარა" - განაცხადა "მეგა მილიონის" ერთ-ერთმა ხელმძღვანელმა, გარი გრიფმა.

ოფიციალური წყაროების მიხედვით თითოეული გამარჯვებული გადასახადებამდე 213 მილიონს მიიღებს. ჯერჯერობით ცნობილია, რომ ერთ-ერთი მოგებული ბილეთის მფლობელი ქალაქ ბალტიმორის გარეუბანში, ამერიკის დედაქალაქიდან დაახლოებით 60 კილომეტრში მდებარე დასახლებაში ცხოვრობს.

XS
SM
MD
LG