ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

იემენში მდგომარეობა კვლავაც დაძაბულია


იემენში მდგომარეობა კვლავაც დაძაბულია
იემენში მდგომარეობა კვლავაც დაძაბულია

სპარსეთის ყურის სახელმწიფოების ურთიერთთანამშრომლობის საბჭოს საგარეო საქმეთა მინისტრებმა იემენის პრეზიდენტს ალი აბდულა სალეჰს ურჩიეს ხელისუფლების მისი ვიცე-პრეზიდენტისადმი გადაცემა.

საუდის არაბეთის, გაერთიანებული საამიროების, ომანის, კუვეიტისა და ბაჰრეინის საგარეო საქმეთა მინისტრები იემენში შექმნილი მდგომარეობის განხილვის მიზნით რიადში შეიკრიობნენ. ორგანიზაციის მიერ გაკეთებული განცხადების თანახმად საჭიროა ჩატარდეს მოლაპარაკება მთავრობასა და ოპოზიციის ლიდერებს შორის ეროვნული ერთობის მთავრობის ჩამოყალიბებაზე, რომელიც მოამზადებდა ქვეყანაში კონსტიტუციურ რეფორმებს და ჩაატარებდა ახალ არჩევნებს. თავიდან სალეჰი დათანხმდა ამ წინადადებაზე, მაგრამ მოგვიანებით მან უარი განაცხადა მოლაპარაკებაზე.

XS
SM
MD
LG