იემენში ოპოზიციის აქტივისტები განაგრძობენ საპროტესტო აქციებს. საპროტესტო აქციის ცენტრი სანას უნივერსიტეტის კამპუსია. გუშინ უშიშროების ძალებმა ცეცხლსასროლი იარაღიდან გაუხსნეს ცეცხლი აქციის მონაწილეებს და ცრემლმდენი გაზი გამოიყენეს. დაიღუპა ერთი კაცი. არიან დაჭრილები. ამ ფაქტმა ვერ შეაჩერა საპროტესტო აქციები. დღეს აქციის მონაწილეებს ახალი მონაწილეები შეემატ. მანიფესტანტები აცხადებენ, რომ უნივერსიტეტის კამპუსში მათი აქცია მანამ გაგრძელდება, სანამ არ გადადგება პრეზიდენტი ალი აბდულა სალეჰი. აშშ-ს სახ-დეპმა იემენის მთავრობას მოუწოდა გამოიძიოს კამპუსზე თავდასხმის საქმე და პასუხისგებაში მისცეს ყველა, ვინც ძალის გადაჭარბებით გამოყენებას მიმართა.
საპროტესტო აქციის ცენტრი სანას უნივერსიტეტის კამპუსია
პოპულარული
1