პაკისტანურმა თალიბანმა ახალი ვიდეო კადრები გაავრცელა, სადაც ჩანს თუ როგორ სჯიან სიკვდილით ამბოხებულები პაკისტანის პოლიციის 16 ოფიცერს. პოლიციელები თალიბანის მებრძოლებმა გასულ თვეს პაკისტანის ჩრდილო-დასავლეთ რეგიონში დაატყვევეს. ვიდეოზე, რომელიც ინტერნეტის საშუალებით გავრცელდა, ხელფეხშეკრული ოფიცრები ჩანან. ამბოხებულ თალიბებს სახე არ უჩანთ. ისინი პოლიციელებს ბრალს დებენ ღმერთის მტრობაში და სვატის ხეობაში 6 ბავშვის მკვლელობაში. ამის შემდეგ ვიდეოზე ჩანს დატყვევებული ოფიცრების დახვრეტის კადრები. პაკისტანის არმის წარმომადგენელმა გენერალმა ატარ აბასმა ამბოხებულების მიერ პოლიცლების დახვრეტის ფაქტი დაადასტურა.
თალიბებმა პაკისტანელი პოლიციელები დახვრიტეს

პოპულარული
1