ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ოსლოში სამგლოვიარო მსვლელობა გაიმართა


ოსლოში სამგლოვიარო მსვლელობა გაიმართა

150 000-მა ნორვეგიელმა მონაწილეობა მიირო ოსლოში გამართულ სამგლოვიარო მსვლელობაში, რითაც პატივი მიაგეს ტერაქტებში დაღუპულ 76 ადამინის ხსოვნას.

ანდერს ბერინგ ბრეივიკს ბრალად ედება კუნძულ უტოეიაზე ლეიბორისტული პარტიის მიერ მოწყობილ ახალგაზრდულ საზაფხულო ბანაკზე თავდასხმა, რომლის დროსაც 68 ახალგაზრდა დაიღუპა. იგი ამ ბანაკში წავიდა მას შემდეგ, რაც ოსლოში სამთავრობო შენობა ააფეთქა, რასაც 8 კაცის სიცოცხლე შეეწირა. ბრეივიკი სასამართლოს წინაშე წარსდგა და აღიარა ის ფაქტი, რომ მან ხალხი დახოცა, თუმც არ თვლის, რომ მან დანაშაული ჩაიდინა. როგორც მან განაცხადა მისი მისია იყო ევროპის გადარჩენა მუსლიმებისაგან. მისივე თქმით ლეიბორისტული პარტიია ღალატობს ნორვეგიას იმით, რომ ქვეყანაში ხელს უწყობს ემიგრაციას. სასამართლოს დადგენილებით იგი 8 კვირის განმავლობაში იზოლატორში იქნება დაკავებული.

XS
SM
MD
LG