ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

თურქეთი ობამას განცხადებას აპროტესტებს


თურქეთი ობამას განცხადებას აპროტესტებს

თურქეთი როგორც ძალზე სამწუხაროს ისე ახასიათებს აშშ-ს პრეზიდენტის ბარაკ ობამას განცხადებას, რომელიც მან გააკეთა პირველი მსოფლიო ომის დროს თურქების მიერ სომეხთა ხოცვა-ჟლეტის მსხვერპლთა ხსოვნისადმი პატივის მიგების ცერემონიაზე.

თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურ განცხადებაში ობამას განცხადებას როგორც ცალმხრივს და როგორც ისტორიის დამახინჯებას ისე ახასიათებენ. როგორც ამ განცხადებაშია ნათქვამი ამგვარი განცხადებები მხოლოდ ხელს უშლის იმას, რომ შერიგება მოხდეს თურქებსა და სომხებს შორის. ცერემონიაზე წარმოთქმულ სიტყვაში ობამამ 1915 წლის მოვლენებს ამაზრზენი უოწოდა და აღნიშნა, რომ მთლიანობაში სომხებმა მაინც მოიპოვეს მორალური გამარჯვება მათზე, ვინც მათი განადგურება დაისახა მიზნად. ობამამ განზრახ არ იხმარა სიტყვა გენოციდი, რომელსაც ჩვეულებრივ ხმარობენ სომხები, როდესაც ამ საკითხს ეხებიან. სომხები ამტკიცებენ, რომ მილიონ ნახევარ სომეხი დაიღუპა 1915-1923 წლის მონაკვეთში, როდესაც თურქები შეეცადნენ ჩაეხშოთ სომეხთა აჯანყება. თურქეთი თავის მხრივ ამტკიცებს, რომ დაღუპულთა რაოდენობა ბევრად უფრო დაბალია და რომ სამოქალაქო ომის დროს თურქებიც დაიღუპნენ. თურქეთი არ ეთანხმება სიტყვა გენოციდის გამოყენებას ამ საკითხში.

XS
SM
MD
LG