ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ობამა: კადაფი უნდა გადადგეს


ობამა: კადაფი უნდა გადადგეს

როგორც აშშ-ს პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ განაცხადა აშშ-ს მიაჩნია, რომ ლიბიის ლიდერი მოამარ კადაფი უნდა გადადგეს.

ობამას თქმით კადაფის გადადგომა არ წარმოადგენს ამჟამად ლიბიაში მიმდინარე ამერიკული სამხედრო ოპერაციის მიზანს. ეს განცხადება ობამამ ჩილეს დედაქალაქ სანტიაგოში გააკეთა. როგორც პრეზიდენტმა აღნიშნა ამჟამად ლიბიაში მიმდინარე სამხედრო ოპერაცია ჰუმანიტარულ მისიას წარმოადგენს, რომელიც განაპირობა გაეროს მიერ მიღებულმა რეზოლუციამ. პრეზიდენტმა თქვა, რომ ამ მისიის პირველი ფაზა - ლიბიის საზენიტო პოტენციალის მორღვევა მიღწეულია. მისივე თმით ამ ფაზაში წამყვან როლს თამაშობდა აშშ ამ მიზნების განხორციელებისათვის საჭირო პოტენციალის გამო. როგორც მან თქვა ამ რამოდენიმე დღეში ოპერაციის მართვის სადავეებს აშშ მისიაში მონაწილე სხვა სახელმწიფოებს გადასცემს.

XS
SM
MD
LG