ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ბაჰრეინში მდგომარეობას სამხედროები აკონტროლებენ


ბაჰრეინში მდგომარეობას სამხედროები აკონტროლებენ
ბაჰრეინში მდგომარეობას სამხედროები აკონტროლებენ

ბაჰრეინის პოლიციის სპეც-დანიშნულების რაზმებმა შეტევა მიიტანეს ანტი-სამთავრობოი აქციის მონაწილეთა ბანაკზე.

ბაჰრეინის პოლიციის სპეც-დანიშნულების რაზმებმა შეტევა მიიტანეს ანტი-სამთავრობოი აქციის მონაწილეთა ბანაკზე. გამოყენებული იყო რეზინის ტყვიები და ცრემლმდენი გაზი. მოკლულია 5 და დაიჭრა 230-ზე მეტი კაცი. ბაჰრეინის დედაქალაქ მანამას ამჟამად სამხედროები აკონტროლებენ. ქუჩებში ტანკები და ჯავშანტრასპორტიორებია განლაგებული. გახსნილია საკონტროლო გამშვები პუნქტები. ქუჩებს მძიმედ შეიარაღებული ჯარისკაცები აკონტროლებენ. ბაჰრეინის შინაგან საქმეთა სამინისტრო აფრთხილებს მოსახლეობას არ გამოვიდნენ ქუჩებში. აკრძალულია თავშეყრა. საგარეო საქმეთა მინისტრმა გაამართლა შიიტ დემონსტრანტთა წინააღმდეგ გატარებული მკაცრი ზომები. გუშინ მომხდარი შეტაკებების შემდეგ ბაჰრეინის უმსხვილესმა ოპოზიციურმა შიიტურმა პარტიამ ალ ვეფაკმა დატოვა პარლამენტი.

XS
SM
MD
LG