ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

სირიაში დაძაბულობის ესკალაცია გრძელდება


სირიაში დაძაბულობის ესკალაცია გრძელდება
სირიაში დაძაბულობის ესკალაცია გრძელდება

გაეროს გენერალური მდივანი არაბული ლიგის და გაეროს ერთობლივი მონიტორინგის განხორციელებაზე საუბრობს

გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გენერალური მდივანი, ბან კი მუნი აცხადებს, რომ ძალადობის მზარდი ესკალაციის ფონზე საჭიროდ მიიჩნევს სირიაში გაეროს და არაბული ლიგის ერთობლივი მონიტორინგის განხორციელებას. სირიელი აქტივისტების განცხადებით ქალაქ ჰომსში სამთავრობო რეიდის განხორციელების შედეგად დაახლოებით 50 ადამიანია დაღუპული. დანარჩენ ქალაქებში კი სულ ცოტა - 13.

ოთხშაბათს სირიის პრეზიდენტის ბაშარ ალ-ასადის მხარდამჭერმა შეიარაღებულმა ძალებმა ქალაქ ჰომსს ტანკებით, სარაკეტო დანადგარებით და ავტომატური იარაღით შეუტიეს. შაბათის შემდეგ ქალაქში ასობით ადამიანია დაღუპული.

სირიის სახელმწიფო მედია-საშუალებები მსხვერპლს კვლავ გაურკვეველ "შეიარაღებულ ტერორისტებს" და მათ მიერ მანქანაში დამონტაჟებული ბომბის ამოქმედებას აბრალებენ. სახელმწიფო საინფორმაციო წყაროების მტკიცებით ამბოხებულებმა ქალაქის ნავთობ-გადასამუშავებელ საწარმოსაც შეუტიეს.

XS
SM
MD
LG