ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

პუტინი ბურიატელ ლიდერებს შეხვდა


პუტინი ბურიატელ ლიდერებს შეხვდა
პუტინი ბურიატელ ლიდერებს შეხვდა

რუსეთს აზიასთან ურთიერთობის გაღრმავება სურს

თავისებურად დამახასიათებელი მუსიკის ჰანგები, აღმოსავლურ ფერებში გადაწყვეტილი კოსტიუმები და მონღოლური სახეების ელვარება, აზიურ განწყობას მატებდა ჩაის დღეზე მისულ უძველეს რუსულ ქალაქ ულან-უდეს მაცხოვრებლებს.

სამი საუკუნის განმავლობაში ულან-უდე იმპერიის უსახურ ზონას წარმოადგენდა. ბურიატელი მომთაბარენი და ძირძველი ჩრდილოელი მონღოლები რუსეთის ტერიტორიაზე ცხოვრობდნენ. ახლა კი აზია მნიშვნელოვან ცივილიზაციას განიცდის; კრემლიც არ აყოვნებს და მზერას აღმოსავლეთით აპყრობს.

პრემიერ-მინისტრი პუტინი, ხუთი საათის ფრენის შედეგად მოსკოვიდან აღმოსავლეთის მხარეში ჩავიდა. იგი თეატრის შენობაში შეკრებილ ბურიატელ ლიდერებს შეხვდა, რომლებსაც განუცხადა რომ ისინი სტრატეგიულ როლს ითამაშებენ რუსეთსა და აზიას შორის მჭიდრო ურთიერთობის დამკვიდრებასა და გაღრმავებაში.

“უდავოა, ბურიატიის რუსეთის შემადგებლობაში ყოფნას სერიოზული გეოპოლიტიკური მნიშვნელობა აქვს. ყოველივე ეს აძლიერებს ქვეყნის აღმოსავლეთის საზღვრებსა და რუსეთის არსებობას აზიაში,”- განაცხადა ვლადიმირ პუტინმა.

რუსეთის ფინანსთა მინისტრმა, ალექსეი კუდრინმა, ბურიატელებს ასევე ამცნო, რომ კრემლი ნახევარ მილიარდ დოლარს დახარჯავს გზების, აეროპორტებისა და სასტუმროების განახლებაში. ეს კი, თავისთავად, ხელს შეუწყობს აზიელ ტურისტებს ბაიკალის ტბის სახით საერთაშორისო სტანდარტების ხელმისაწვდომობაში.

ბატონმა კუდრინმა ისიც განაცხადა, რომ მომავალ წელს, ულან-უდე აზიისა და წყნარი ოკეანის ეკონომიკური თანამშრომლობის სამიტის მასპინძელიც იქნება.

“იმისათვის რომ, აზიასა და რუსეთს შორის ურთიერთობის ვექტორი შენარჩუნდეს, საჭიროა ყველას ვაჩვენოთ ჩვენი მდიდარი ტრადიციული დამოკიდებულება, რომელიც სხვა რეგიონებთანაც გვაახლოებს, განსაკუთრებით კი სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიასთან,” - ამბობს ბატონი კუდრინი.

ბურიატიის გარდა, იაპონიაც და კორეაც დროის იმავე სარტყელში იმყოფებიან, მხოლოდ იმ განსხვავებით, რომ ბურიატიის რესპუბლიკა რელიგიურ ნაირსახეობას ტოლერანტობით აბალანსებს.

მსგავსი ვითარების წარმოდგენა ერთობ ძნელია რუსეთის ევროპულ ნაწილში, სადაც ნაცისტური ბანდები, ბოლო წლების განმავლობაში, აზიელებს თავს ხშირად ესხმიან.

20 წლის წინ, საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ დაახლოებით 10,000 ჩინელი ბურიატიაში საცხოვრებლად და სამუშაოდ გადმოვიდა. შიდა ეთნიკური ჰარმონია, 1661 წელს, ბურიატიის, რუსეთის ფედერაციაში შესვლის საზეიმოდ აღნიშვნის წინაპირობა იყო.

მე-18 საუკუნეში პეტერბურგი რუსეთის ევროპასთან დამაკავშირებელ სარკმელს წარმოადგენდა. ახლა კი კრემლის სურვილი იმ ქალაქისკენაა მიმართული, რომელიც ბუდისტური რწმენით გაჯერებული და აღმოსავლური სახეების სიუხვით გამორჩეული, 21-ე საუკუნეში, რუსეთში შემავალი აზიის კარიბჭე გახდება.

XS
SM
MD
LG