ავღანეთის პრეზიდენტის ჰამიდ კარზაის განცხადებით ნატოს ძალებმა საჰაერო დარტყმა მიიტანეს საარჩევნო კამპანიის კოლონაზე, რის შედეგადაც ათი სამოქალაქო პირი დაიღუპა. ჰამიდ კარზაიმ ნატოს ეს ქმედება დაგმო. ტრაგედია ქვეყნის ჩრდილეთში ტახარის რაიონში მოხდა, ჩრდილო-ატლანტიკურ ალიანსის სარდლობამ განაცხადა, რომ ამ ინციდენტს აუცილებლად გამოიძიებს. ნატოს მიერ სამოქალაქო კოლონაზე დარტყმის მიტანა ტახარის პროვინციის მთავრობის წარმომადგენელმაც დაადასტურა.
ალიანსის შეცდომას 10 უდანაშაულო ადამიანი შეეწირა