ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ტერაქტის საშიშროება ნიუ იორკში


ტერაქტის საშიშროება ნიუ იორკში

ნიუ იორკის მერმა მაიკლ ბლუმბერგმა განაცხადა, რომ ქალაქის ძალოვანი სტრუქტურები მომეტებულ მზადყოფნაშია მოყვანილი.

ნიუ იორკის მერმა მაიკლ ბლუმბერგმა განაცხადა, რომ ქალაქის ძალოვანი სტრუქტურები მომეტებულ მზადყოფნაშია მოყვანილი ოპერატიული, მაგრამ ჯერ-ჯერობით დაუდასტურებელი ინფორმაციის საფუძველზე, რომლის თანახმად იგეგმება ტერაქტი. იგი უნდა დაამთხვიონ 2001 წლის 11 სექტემბრის ტერაქტებიდან მე-10 წლისთავს. იგივე პრეს-კონფერენციაზე გამოვიდა ნიუ-იორკის პოლიციის ხელმძღვანელი რეი ქელი, რომელმაც განაცხადა, რომ მთელი ნიუ-იორკის პერიმეტრში ავტომობილების შემოწმების მიზნით გაიხსნება საკონტროლო-გამშვები პუნქტები. განსაკუთრებული ზომები გატარდება ქალაქის მეტრო სისტემაში. მთელს ქალაქშ განალაგებენ სპეც-აპარატურას, რომელიც რადიაციის საშიშროებას გააკონტროლებს. პოლიცია განსაკუთრებულ კონტროლს დააწესებს გვირაბებზდე, ხიდებზე და სხვა მნიშვნელოვან ინფრასტრუქტურებზე.

XS
SM
MD
LG