ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

იაპონია საერთაშორისო დახმარებას ითხოვს


იაპონია საერთაშორისო დახმარებას ითხოვს

ფუკუშიმას ატომურ ელექტროსადგურთან დაკავშირებით კრიზისის მოგვარების საკითხში იაპონია დახმარებისათვის მსოფლიოს მიმართავს.

ამერიკელი და ფრანგი ექსპერტები უკვე იაპონიაში იმყოფებიან, რათა დახმარება გაუწიონ ტოკიოს ელექტრო კომპანიას, რომელიც ოპერირებას უხდენს ამ ატომურ ელექტროსადგურს. იქ სადაც ადამიანებისათვის რადიაციის საშიშროებმაა სპეციალურ რობოტებს გამოიყენებენ. რადიაცია უკვე დაფიქსირდა განსაზღვრულ ადგილებში: სასმელ წყალში, საქონლის ხორცში და იმ დაღუპულთა გვამებში, რომლებიც ცუნამის და მიწისძვრას შეეწირნენ. იაპონიის მთავრობას ჯერ ვერ გადაუწყვეტია თუ რას მიმართოს ელექტროსადგურის გარშემო აღმოჩენილი ათასი გვამის გამო, რადგანაც ამ გვამებში მომატებული რადიაციის გამო მათი გადატანა საშიშია. კრემაციის შემთხვევაშიც კი რადიაცია გაიფანტება მიმდებარე ტერიტორიაზე.

XS
SM
MD
LG