ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

„უძლეველი სული“ კორეის სიხლოვეს


იაპონიის ზღვაში შეერთებული შტატების და სამხრეთ კორეის სამხედრო წვრთნები გრძელდება. სამხედრო მანევრები წყალქვეშა გემების მხრიდან შეტევის პრევენციას ისახავს მიზნად და ის ძირითადად ჩრდილოეთ კორეის შესაძლო თავდასხმის აღსაკვეთად არის მიმართული. წვრთნები სახელწოდებით „უძლეველი სული“ ოთხშაბათამდე გაგრძელდება. მასში 8 ათასი ამერიკელი და კორეელი სამხედრო მონაწილეობს. ასევ ჩართულია ამერიკული ავიამზიდი „ჯორჯ ვაშინგტონი,“ თავისი ხუთიათასი ჯარისკაცით. ამოქმედებულია 200 ავიანაგამანადგურებელიც. „ჩვენი მიზანია გავაუმჯობესოთ თავდაცვის შესაძლებლობები ისეთ სფეროში, როგორიც არის წყალქვეშა ნავების საწინააღმეგო ომი, საჰაერო თავდაცვა და წყლის ზედაპირზე გამართული ბრძოლები. ჩვენი განზრახვა არ არის რომელიმე ქვეყნის პროვოცირება. იქნება ეს ჩრდილოეთ კორეა თუ სხვა,“ - განაცხადა ადმირალმა დენ კლოდიმ.

XS
SM
MD
LG