ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ყაზახეთი: „სისხლი ნავთზე იაფია.“


ყაზახეთი: „სისხლი ნავთზე იაფია.“

მღელვარებამ და ძალადობამ ყაზახეთის, როგორც უსაფრთხო ქვეყნის იმიჯს დიდი დარტყმა მიაყენა

წლების მანძილზე ყაზახეთს სტაბილური და მეგობრული ქვეყნის იმიჯი ქონდა, რასაც ბოლო დღეებში საპროტესტო გამოსვლებმა და მღელვარებამ საგრძნობი დარტყმა მიაყენა. „ამერიკის ხმის“ კორესპონდენტი ჯეიმს ბრუკი ყაზახეთში მიმდინარე მოვლენებს მოსკოვიდან არკვევდა.

ყაზახეთის ხელისუფლება გუშინ დემონსტრაციის მონაწილეებს ათასობით მშრომელისთვის სამუშაო ადგილებს დაპირდა. გასულ კვირას დასავლეთ ყაზახეთის ორ ქალაქში შვიდთვიანი გაფიცვა ძალადობაში მას შემდეგ გადაიზარდა, რაც პოლიციამ დემონსტრაციას ცეცხლი გაუხსნა. ოფიციალური მონაცემებით 15 ადამიანი დაიღუპა და 110 დაიჭრა, დაიწვა 46 შენობა. აინურ ყურმანოვი ყაზახეთში მშრომელთა გაერთიანების ლიდერი მოსკოვს ეწვია. მან „ამერიკის ხმასთან“ საუბარში აღნიშნა, რომ მსხვერპლი გაცილებით დიდია, ვიდრე ოფიციალურად აცხადებენ. მისი თქმით რეალურად დაღუპულია 70 და დაჭრილია 700-800 ადამიანი.

გუშინვე ქალაქ ჟანაოზენთან კავშირი აღდგა. მენავთობეთა მღელვარებამ ყველაზე მეტად სწორედ ეს ქალაქი დააზარალა. დემონსტრანტებმა ბანკომატებიც კი გაძარცვეს. ასევე გადაწვეს ქალაქის მერიის ოფისი, სასტუმრო და ყაზახურ-ჩინური კომპანია, რომელმაც მაისის თვეში ისინი ბევრი ადამიანი გაათავისუფლა სამსახურიდან. ყაზახეთი მსოფლიოში ნავთობის წარმოებით მე-18 ადგილზე დგას და ის ჩინეთისთვის ერთერთ მსხვილ მიმწოდებელს წარმოადგენს.

მღელვარებამ და ძალადობამ ყაზახეთის, როგორც ინვესტორებისთვის უსაფრთხო და მშვიდი ქვეყნის იმიჯს დიდი დარტყმა მიაყენა. ყაზახეთის პრეზიდენტის მრჩეველი იერმუჰამედ ერტისბაევმა ძალადობაში მეზობელი თურქმენეთიდან და უზბეკეთიდან ჩასული მენავთობეები დაადანაშაულა. მისი თქმით, ყაზახები მშვიდი ხალხია და ყაზახეთში არაბული რევოლუციის გამეორება წარმოუდგენელია.

ბულატ აბილოვი ყაზახეთის ოპოზიცური სოციალ-დემოკრატიული პარტიის ლიდერია. ის „ამერიკის ხმას“ ყაზახეთის ფინანსური დედაქალაქიდან ალმაატადან ესაუბრა

„დასავლეთ ყაზახეთში ნავთობიდან მიღებული სიმდიდრე ქვეყნის საჩვენებელ დედაქალქში - ასტანაში მოდერნისტული შენობების და სასახლეების აშენებას ხმარდება. იმ დროს როდესაც დასავლეთ ყაზახეთში საბჭოთა პერიოდის სიღარიბეა, ქვეყნის ორ დიდ ქალაქში ბიუროკრატია სულ უფრო და უფრო მდიდრდება,“- განაცხადა აბილოვმა.

მისივე თქმით, ადგილობრივი კომპანიები ყაზახეთში პრეზიდენტ ნაზარბაევის 20 წლიანი მმართველობის ქვეშ თავს მშვიდად გრძნობენ. გუშინ ქალაქ აქტაუში, გაუსაძლისი სიცივის მიუხედავად, კვლავ გაიმართა დემონსტრაცია. აქციაზე გამოტანილ პლაკატებზე ეწერა: „არ ესროლოთ ხალხს“ და „სისხლი ნავთზე იაფია.“

XS
SM
MD
LG