ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ერაყში სამხედრო კამპანია სრულდება


ერაყში სამხედრო კამპანია სრულდება

ერაყიდან შეერთებული შტატების ჯარების გამოყვანა გრძელდება. სახელმწიფო მდივნის ჰილარი კლინტონის განცხადებით, ჯარები გამოყვანა იმ ვალდებულების შესრულებაა, რაც პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ აიღო თავს თავზე, ხოლო მანამდე კი პრეზიდენტმა ბუშმა, რომლის დროსაც ერაყის კამპანია დაიწყო.

„პრეზიდენტმა ობამამ განაცხადა, რომ საბრძოლო შენაერთები ერაყს წლის ბოლომდე დატოვებენ. თუმცა, მანამდე ეს ვალდებულება ბუშის ადმინისტრაციამ აიღო თავის თავზე. ამდენად, ჩვენ გვაქვს ორპარტიული ვალდებულება, რომელიც სწორად იქნა შეფასებული,“ - განაცხადა ჰილარი კლინტონმა.

თუმცა, ერაყიდან ჯარების გაყვანას ოპონენტებიც ყავს. ტელეკომპანია „ფოქსთან“ საუბარში სენატორმა გრაჰამმა განაცხადა:

„ერაყის საკითხის დაუსრულებლად, ჯარების იქ დარჩენის შესახებ ერაყის მთავრობასთან შეუთანხმებლობა ძალიან სერიოზული შეცდომაა. ამის აღნიშვნა და ზეიმიც ძალიან დიდი შეცდომაა,“ - განაცხადა გრაჰამმა.

XS
SM
MD
LG