ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ირანი ქურთი ამბოხებულების წინააღმდეგ


ირანი ქურთი ამბოხებულების წინააღმდეგ

ირანის განცხადებით, ერაყის საზღვართან ქურთისტანის თავისუფალი პარტიის დაუდგენელი მეამბოხეები მოკლეს. ამის შესახებ ახალი ამბების სახელმწიფო სააგენტოს „ირნას“ მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი. ინფორმაციის თანახმად, ქურთისტანის პარტიის მებრძოლები ორშაბათს აზერბაიჯანულ პროვინციაში შევიდნენ და მახეში გაებნენ, რის შემდეგაც რევოლუციურმა გვარდიამ მათ წინააღმდეგ შეტევა დაიწყო. ქურთული მედიის ცნობით, კი ბრძოლების შედეგად ირანის გვარდიის მხრიდან სულ ცოტა ხუთი სამხედრო დაიღუპა, მაშინ როდესაც ირანის სააგენტო დანაკარგების შესახებ არ იუწყება. ქურთი ამბოხებულების წინააღმდეგ ირანის არმიამ შეტევა ივლისში დაიწყო. ოპერაციაში არტილერიაც არის ჩართული.

XS
SM
MD
LG