ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ლეონა პანეტა ერაყით იწყებს


ლეონა პანეტა ერაყით იწყებს

ამერიკის თავდაცვის ახალი მინისტრი - ლეონ პანეტა შეშფოთებას გამოთქვამს ირანის მხრიდან ერაყელი მეამბოხეების იარაღით უზრუნველყოფის ფაქტზე. ლეონ პანეტა შეხვედრას გეგმავს ერაყელ ლიდერებთან, რათა ერაყში მომსახურე ამერიკელი ჯარისკაცების საკითხი განიხილოს.

თავდაცვის მინისტრმა ორშაბათს, ბაღდადში, ამერიკელ ჯარისკაცებთან საუბრის დროს განაცხადა, რომ შეერთებული შტატები არ დაუშვებს ერაყელი მეამბოხეების შეიარაღებას და სიტუაციის განმუხტვაში მიიღებს მონაწილეობას.

ლეონ პანეტა ერაყელ ლიდერებთან შეხვედრის გარდა, პრემიერ მინისტრს - ნური ალ მალიკსაც შეხვდება. პანეტა ერაყელ ლიდერებს, შიიტი მებრძოლების წინააღმდეგ მკაცრი ზომების გატარებისკენაც მოწოდებს.

XS
SM
MD
LG