ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

რუსეთი ნატოს და ევროკავშირს აკრიტიკებს


რუსეთი ნატოს და ევროკავშირს აკრიტიკებს
რუსეთი ნატოს და ევროკავშირს აკრიტიკებს

რუსეთის პრეზიდენტის წარმომადგენელმა ავღანეთში ნატოს ქვეყნები გააკრიტიკა და განაცხადა, რომ ალიანსი ყველაფერს არ აკეთებს იმისთვის, რომ ავღანეთიდან რუსეთისკენ მიმავალი ნარკოტიკები შეაჩეროს.

საინფორმაციო სააგენტო „ინტერფაქსისთვის“ მიცემულ ინტერვიუში ზამირ კუბალოვმა განაცხადა, რომ ალიანსის მიერ სასაზღვრო ზონებზე ნარკოტიკებით ტრეფიკინგის წინააღმდეგ გაწეული უსაფრთხოების ზომები სუსტი და „ნაწილობრივია.“

კაბულოვმა ევროპელებიც დაადანაშაულა და აღნიშნა, რომ ევროკავშირის ქვეყნები დარწმუნებული არიან, რომ ავღანეთიდან წარმოსულ ნარკოტიკებს რუსეთის ბაზარი აითვისებს. ამის გამო, ევროპელებიც გულგრილად ეკიდებიან ნატრკოტილებით ტრეფიკინგის საკითხს.

კაბულოვის თქმით, ამერიკას კოლუმბიაში წარმოებული სინთეტიკური ნარკოტიკები უფრო აშფოთებს, ვიდრე ავღანეთიდან გატანილი ჰეროინი.

XS
SM
MD
LG