ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

კარტერი კუბაში ჩადის


კარტერი კუბაში ჩადის
კარტერი კუბაში ჩადის

კარტერი და მისი მეუღლე კუბაში ოთხშაბათამდე გაჩერდებიან.

აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტი ჯიმი კარტერი ორშაბათს კუბაში მიემგზავრება. როგორც კარტერის ცენტრის ატლანტის შტაბინის წარმომადგენელი აცხადებს, ყოფილი პრეზიდენტი და მისი მეუღლე კუბის მთავრობამ მიიწვია.

ამავე განცხადების თანახმად, ბატონი კარტერი ქვეყნის პრეზიდენტს რაულ კასტროს შეხვდება და ამერიკა-კუბის ურთიერთობებს განიხილავს. ყოფილ პრეზიდენტს ასევე დაგეგმილი აქვს შეხვედრა კუბის მთავრობის სხვა ოფიციალურ პირებთან და ქვეყანაში მიმდინარე ეკონომიკური რეფორმების გაცნობა.

კარტერი და მისი მეუღლე კუბაში ოთხშაბათამდე გაჩერდებიან.

XS
SM
MD
LG