ჩრდილო-ატლანტიკური ალაიანსის განცხადებით, თალიბების წინააღმდეგ განხორციელებულმა საჰაერო დაბომბვამ უდანაშაულო ავღანელების სიცოცხლე შეიწირა.
დასავლეთის სამხედრო კოალიციის განცხადებით, ჰელმანდის პროვინციაში მათ ორი ავტომობილი გაანადგურეს, რადგან ინფორმაცია ჰქონდათ, რომ ამ მანქანებში თალიბთა ერთ-ერთი ლიდერი იჯდა.
ამასობაში ავღანეთის სამხრეთში პარტიზანებთან შეტაკებისას ნატოს ერთი ჯარისკაცი დაიღუპა.