ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ტრიპოლის კადაფი აკონტროლებს


ტრიპოლის კადაფი აკონტროლებს
ტრიპოლის კადაფი აკონტროლებს

ტრიპოლიში დღეს კადაფის ძალების მიერ დატრიალებული სისხლისღვრის შემდეგ საპროტესტო აქციები ქუჩებში შეწყდა.

ლიბიის ლიდერმა მუამარ კადაფიმ ტრიფოლის კონტროლი გაამკაცრა, მაშინ როდესაც მისმა მოწინააღმდეგეებმა კონსოლიდაცია მოუხდინეს მათ მმართველობას ქვეყნის აღმოსავლეთ ნაწილში. ტრიპოლიში დღეს ყადაფის ძალების მიერ დატრიალებული სისხლისღვრის შემდეგ საპროტესტო აქციები ქუჩებში შეწყდა. სამშაბათს კადაფის მიერ ტელევიზიით გაკეთებული განცხადების შემდეგ მისი მომხრეებით აივსო ქალაქის ცენტრალური მწვანე მოედანი. ადგილობრივი მოსახლეობის თქმით ანტი-სამთავრობი საპროტესტო გამოსვლებში მონაწილეები ერიდებიან ქუჩებში გამოსვლას. ლიბიელი და უცხოელი დაქირავებული შეიარაღებული პირები ცეცხლს უხსნიან ნებისმიერს, ვინც ქუჩაში აღმოაჩნდება. ჰუმან რაითს ვოჩის განცხადების თანახმად ტრიპოლიში 233 დაღუპულის გარდა კვირის შემდეგ კიდევ 62 კაცი დაიღუპა. ოპოზიცია აცხადებს, რომ დაღუპულთა რიცხვი გაცილებით დიდია. ამ ფონზე ქვეყნის აღმოსავლეთში რამოდენიმე ქალაქმა დამოუკიდებლობა გამოაცხადა და შეიქმნა ადგილობრივი ოპოზიციური მთავრობა. უკანასკნელი ცნობების თანახმად ამ ქალაქების რიცხვში შედის ტობრუკი, დერნა, ალქუბაა, ბაიდა და ელმარიჯი.

XS
SM
MD
LG