ტერაქტი მოხდა ერაყში. ქალაქ სამარაში თვითმკვლელმა ტერორისტმა პოლიციის შენობასთან დანაღმული ავტომანქანა ააფეთქა, რის შედეგადაც ცხრა პოლიციელი დაიღუპა და 16 დაიჭრა. ამ თვის დასაწყისში ერაყის ხელისუფლებამ სამარაში პოლიციის დამატებითი ძალები შეიყვანა. ამის მიზეზი კი შიიტი მლოცველების უსაფრთხოების უზრუნველყოფა გახდა. ქალაქი სამარა შიიტების ერთერთი წმინდა ადგილია. აქ მეცხრე საუკუნეში მოღვაწე შიიტი იმამის საფლავი მდებარეობს.
ინციდენტი მოხდა ერაყის ქურთისტანშიც, სადაც ქურთულ უშიშროებს ძალებს და ოპოზიციის აქტივისტებს შორის შეტაკების შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა და რამდენიმე დაიჭრა.