ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

მორიგი დარბევა თეირანში


მორიგი დარბევა თეირანში
მორიგი დარბევა თეირანში

ირანის სახელმწიფო ტელევიზიის განცხადებით, ოპოზიციის წარმომადგენლებსა და მთავრობის მხარდამჭერებს შორის შეტაკება მოხდა. ისინი ერთმანეთს ერთ-ერთი სტუდენტის - სანი ზალეჰის - დაკრძალვის ცერემონიალზე შეხვდნენ, რომელიც რამდენიმე დღის წინ საპროტესტო დემონსტრაციის დროს მოკლეს.

ჩხუბი თეირანის უნივერსიტეტში მოხდა. როგორც ოპოზიციის, ასევე მთავრობის მხარდამჭერი აქტივისტები ერთმანეთს სდებენ ბრალს სალეჰის სიკვდილში. ორშაბათს პოლიციამ საპროტესტო დემონსტაცია ძალის გამოყენებით დაშალა, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა.

ორშაბათს გამართული დემონსტრაციის ორგანიზატორი ირანის რეფორმისტი ოპოზიციონერი მეჰდი ქარუბი იყო. მისი თქმით, მას არ ეშინია ირანის მთავრობის მიერ გავრცელებული მუქარის მისი სიკვდილით დასჯის თაობაზე. ქარუბის განცხადებით, ირანში პოლიტიკური ცვლიელებების განსახორციელებლად ის მზად არის ნებისმიერი საზღაური გადაიხადოს.

XS
SM
MD
LG