ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

იტალიის მთავრობას ტუნისელ ლტოლვილთა ნაკადი აშფოთებს


იტალიის მთავრობას ტუნისელ ლტოლვილთა ნაკადი აშფოთებს

იტალია ტუნისს ქვეყნის შიგნით ჩარევის უფლებას სთხოვს, რათა შეჩერდეს ლტოლვილების ნაკადი.

იტალიის მთავრობის განცხადებით, ტუნისში პოლიტიკური დაძაბულობის ფონზე ქვეყანას დიდი რაოდენობით ხალხი ტოვებს. მათგან ერთი ნაკადი იტალიელთა კუნძულზე ლამპედუზაზე მიემგზავრება , რაც იტალიის მთავრობის შეშფოთებას იწვევს.

როგორც იტალიის შინაგან საქმეთა მინისტრმა რობერტო მარონიმ სატელევიზიო გამოსვლისას განაცხადა, იტალია ტუნისს ქვეყნის შიგნით ჩარევის უფლებას სთხოვს, რათა შეჩერდეს ლტოლვილების ნაკადი კუნძულ ლამპედუზას მიმართულებით. მისივე თქმით, არის საშიშროება, რომ ლტოლვილთა რიგებში კრიმინალებიც გაერევიან.

XS
SM
MD
LG