ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

საერთაშორისო სავალუტო ფონდი რეფორმებს ითხოვს


საერთაშორისო სავალუტო ფონდი რეფორმებს ითხოვს
საერთაშორისო სავალუტო ფონდი რეფორმებს ითხოვს

უმუშევრობის პრობლემა ჯერ კიდევ კრიტიკულ მდგომარეობაშია.

საერთაშორისო სავალუტო ფონდის ხელმძღვანლის, დომინიქ სტრაუს კანის განცხადებით, მიუხედავად იმისა, რომ გლობალური გაუმჯობესება სახეზეა, ფონდი ჯერ კიდევ ითხოვს რეფორმებს.

„ისევ ადგილი აქვს გლობალურ დისბალანსს. მოზრდილი კაპიტალდაბანდებების დინება, ვალუტის ცვალებადი კურსის ზეწოლა, სწრაფად მზარდი ჭარბი რეზერვები - ამ საკითხებს თუ გადაუჭრელს დავტოვებთ, ახალ კრიზისს თავიდან ვერ ავიცილებთ“.

საბჭომ, რომლის შემადგენლობაში იყო ფრედ ბერგშტენი, პიტერსონის საერთაშორისო ეკონომიკის ინსტიტუტის დირექტორი, რეგიონალური ორგანიზაციების განვითარების გეგმა განიხილა.

პროექტი ხელმეორედ ეკონომიკური კრიზისის თავიდან აცილებას ისახავს მიზნად. ბერგშტენის თქმით, არ არის გამორიცხული დამოუკიდებელი ერთეულების შექმნა, როგორიცაა ევროპული, თუ აზიური სავალუტო ფონდების ჩამოყალიბება. საბჭოს სხდომაზე დიდი დრო დაეთმო უმუშევრობის პრობლემასაც, რომელიც საერთო ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესების მიუხედავად, ჯერ კიდევ კრიტიკულია.

XS
SM
MD
LG