ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

პრეზიდენტები ერთმანეთს შეხვდნენ


პრეზიდენტები ერთმანეთს შეხვდნენ
პრეზიდენტები ერთმანეთს შეხვდნენ

ბარაკ ობამამ სააკაშვილს ვაშინგტონში ჩამოსვლისთვის მადლობა გადაუხადა.

თეთრი სახლის განცხადებით, შეერთებული შტატების პრეზიდენტი ბარაკ ობამა საქართველოს პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს შეხვდა. პრეზიდენტების შეხვედრა რიჩარდ ჰოლბრუკის დაკრძალვის ცერემონიალზე შედგა. მათ საუბრისას ამერიკის ვიცე- პრეზიდენტი ჯო ბაიდენიც შეურეთდა. ბარაკ ობამამ სააკაშვილს მადლობა გადაუხადა ვაშინგტონში ჩამოსვლისთვის.

საუბრისას ლიდერებმა საქართველოს ეკონომიკური განვითარების პერსპექტივებსა და ვაჭრობის მოცულობის გაზრდაზე ისაუბრეს. გარდა ამისა, განიხილეს კავკასიაში უსაფრთხოების საკითხები და საქართველოს შეიარაღებული ძალების ავღანეთის ოპერაციაში მონაწილეობა, სადაც ქართველები ამერიკელების მხარდამხარ იბრძვიან.

XS
SM
MD
LG