ირანის ატომური პროგრამის ხელმძღვანელის ალი აკბარ სალეჰის განცხადებით, თეირანი უკვე დამოუკიდებლად აწარმოებს ბირთვული რეაქტორებისთვის აუცილებელ საწვავს.
ირანული მედიისთვის მიცემულ ინტერვიუში ბატონმა სალეჰმა აღნიშნა, რომ ბირთვული რეაქტორებისთვის აუცილებელ საწვავს ისფაჰანში აწარმოებენ.
ირანის ხელისუფლების მიერ გაკეთებული აღნიშნული განცხადება გაეროს ინიციატივას ჩაშლით ემუქრება, რომელიც ირანული ურანის გამდიდრების პროცესის საზღვარგარეთ ჩატარებას ითვალისწინებდა.